|
2018-02-09 19:23:26, 1914 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციებს ახორციელებს
„ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფგან მუხთარლის განცხადებას. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრეს. „პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოეფინება საბოლოოდ ნათელი. რაც შეეხება ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი მუხთარლის საქმეზე. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)