|
2018-02-09 13:44:08, 854 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას გამოეხმაურა. როგორც აჭარის მთავრობის სტრატეგიული განითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. "მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება თავად შენობას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული შენობა მათი ხელისუფლების დროს იმგვარად იყო დაპროექტებული და გაკეთებული შიდა გეგმარება, რომ იქ უნდა გადასულიყო მთავრობის აპარატი. თუმცა მინდა დავამშვიდო ჩვენი ოპონენტები და ვუთხრა, რომ აღნიშნული შენობის სამომავლო ბედის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარევი და ერთ დღეში მიღებული, როგორც ეს თავად გააკეთეს 2012 წელს. გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)