|
2018-02-09 11:42:52, 2035 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: გამოიკვეთა არაერთი საეჭვო გარემოება ფონდ „იავნანას“ კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია ფონდ „იავნანას“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ თანხებს უკავშირდება მათი კითხვები პაატა ბურჭულაძესთან. “გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე და ამ თანხის ფარგლებში გვექნება კითხვები მოწმესთან. გამოძიება მიმდინარეობს ფონდ "იავნანას" კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. გამიძიების პერიოდში ამიღებულია ფონდის დაფუძნებიდან 2017 წლის ჩათვლით დოკუმენტაცია და შესწავლის პირობებში გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი და საეჭვო გარემოება ფონდის კუთვნილი თანხებების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით , შესაბამისად, კითხვები აქვს გამოძიებას ფონდის დამფუძნებელთან და ამ საკითხების ირგვლივ მოხდება მისი მიწმის სახით გამოკითხვა . გამიძიების ამ ეტაპზე პაატა ბურჭულაძე დაიკითხება მხოლოდ მოწმის სახით და ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება , შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)