|
2018-02-09 11:05:35, 1496 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დეცენტრალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა გვაქვს
„დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში განაცხადა, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია. „ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)