|
2018-02-08 22:21:12, 3918 ნახვა
სპეციალური ანონსი
9 თებერვლის ანონსი
10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ გაიხსნება. 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, The Heritage Foundation ის კვლევის შედეგებს ბრიფინგზე შეაჯამებს. 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში, კომპანია „გრაკორო ტრეიდ ლიმიტედის“ და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატების - იმედა დვალიძის და დიმიტრი ხაჩიძის, ასევე კომპანია „ბადაგონის“ ყოფილი პრეზიდენტის თეიმურაზ უბილავას პრესკონფერენცია გაიმართება. 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 16:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გამოაცხადებს ახალი კამპანიის დაწყებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს. 19:00 საათზე, თიბისი ბანკის პროექტ „12"-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალურად პროექტისთვის, 12 ახალგაზრდა არტისტის მიერ შეიქმნა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაცია ციფრულ ხელოვნებაში, ანიმაციაში, საუნდში, ვიდეოსა და სხვა თანამედროვე ფორმატებში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)