12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 17:24:43, 2098 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას, კლუბის თანამფლობელის თემურ დათიკაშვილისა და მსაჯის, ზაზა მაჩალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ამასთან, მათ თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები - ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და კახა შენგელია უდგებოდნენ.  ამასთან, ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულები მიიმალონ და დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელონ.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი 22 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics