|
2018-02-08 12:49:45, 1774 ნახვა
კომენტარი
სუბარი: საქართველოს ჩაბუქთან დაკავშირებით თურქეთისგან მყარი დიპლომატიური გარანტია აქვს მიღებული
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა სამართლებრივ სფეროში მიმდინარეობს. მისი თქმით, საქარათველოს ხელისუფლებას თურქეთისგან მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს: "რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე, რომ ამ ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაზე წინასწარ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს საბუთები იქნება საკმარისად მყარი, საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს",- აღნიშნა სუბარმა. მუსტაფა ჩაბუქის საექსტრადიციო პერიოდი თებერვალში იწურება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)