|
2018-02-07 17:22:55, 1943 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მამალაძეს პროკურატურაში პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე საკუთარ საბოლოო სიტყვაში დეკანოზმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება, რა შემოთავაზება მიიღო დაკავების დღეს და საერთოდ ვინ მოაწყო მის წინააღმდეგ საქმე. რამიშვილის განმარტებით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ. "მსჯავრდებულმა დეკანოზმა ისაუბრა, ვისგან და რისთვის განხორციელდა ეს ყველაფერი.ნათლად მოუყვა სასამართლოს, როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება.რა შემოთავაზება ჰქონდა პროკურატურისგან დაკავების დღესვე. სთხოვდნენ პროკურატურაში დაკავების დღეს ეღიარებინა პატრიარქის ვითომდა მკვლელობის მომზადება და სანაცვლოდ რას მიიღებდა და გარკვეული სასულიერო პირების ე.წ. თანამზრახველებად დასახელებას.მან ისინი გაისტუმრა უარით. ამავდროულად, მოუწოდა სასამართლოს გაითვალისწინონ ყველაფერი და გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება",-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მათ განაჩენის გამოსაცხადებლად. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს წინასწარ ეცნობებათ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)