|
2018-02-07 14:25:55, 1682 ნახვა
კომენტარი
ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსი: დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა - მას ფილტვი აქვს დაზიანებული
ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსის ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, გუგეშაშვილი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია. "საოპერაციოდან გამოიყვანეს. ზუსტად არ ვიცი სად ჰყავთ ამის შემდეგ გადაყვანილი. როგორც გვითხრეს ფილტვი აქვს გახვრეტილი. რაც შეეხება მომხდარს, არ ვიცი რა ვთქვა - არ გამიგია არანაირი კონფლიქტი", - განაცხადა ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)