|
2018-02-07 11:24:50, 1518 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტით ვამაყობთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს გამოეხმაურა. მისი თქმით, უნივერსიტეტი საქართველოსთვის არ წარმოადგენდა მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტს, არამედ იყო მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა: „წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ეს საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტის და ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა საქართველოში, ის თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ის ეროვნული მუხტი, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვიტანა დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუნესკოს ეგიდით ტარდება ეს იუბილე, ძალიან მნშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვა წარმომადგენლობა, დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისულფლების წარმომადგენლები და ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს”,-განაცხადა პრემიერმა.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)