|
2018-02-05 18:56:42, 1953 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯაი პრადჰანს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო. კახა კალაძემ OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, თვითმმართველობის საქმიანობაში, საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობენ ხელს. მხარეებმა ასევე, მეხუთე გლობალური სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. სანჯაი პრადჰაის განცხადებით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია, რომლის დასტურიც არის ის, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. „თბილისს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, პარიზის მსგავსად, რომელმაც წინა სამიტს უმასპინძლა, სხვადასხვა დედაქალაქის მერები მოიწვიოს და მათთვის ღია მმართველობის მაგალითი გახდეს. მე პირადად, თბილისში ამის ყველა შესაძლებლობას ვხედავ. ამდენად, თქვენ, როგორც დედაქალაქის მერს, გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესაძლებლობა, თქვენი ქალაქის კარი გაუღოთ მსოფლიოს დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოთ“, - მიმართა სანჯაი პრადჰაიმ კახა კალაძეს. თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)