|
2018-02-05 18:44:11, 1701 ნახვა
კომენტარი
სანჯეი პრადანი: ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში
„ღია მმართველობის პარტნიორობის" ლიდერთა ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი, „OGP"-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და თბილისის მერი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრა ევროპის ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა და კახა კალაძემ სანჯეი პრადანთან განიხილეს მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს ჩატარდება. რა აქტივობებია დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში; როგორ ხედავს „OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნა პარტნიორობის პრიორიტეტებს, რა იქნება სამიტის ძირითადი თემები და როგორ ემზადება ქალაქი თბილისი ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისათვის − ამ საკითხებზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელ დირექტორთან. „ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ჩვენ ველით ამ დიდ სამიტს, რათა საქართველომ უჩვენოს თავისი მიღწევები და შედეგები", − განაცხადა სანჯეი პრადანმა. საქართველომ გლობალური სამიტისათვის სამზადისი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელით, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ „OGP"-ის წევრი 75 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარტნიორობის მონაწილე ქალაქების მერებს. (NS)
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)