|
2018-02-05 17:48:30, 2004 ნახვა
ეკონომიკა
2018 წელს ევროკავშირი საქართველოს 97 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან 2018 წელს ხელს მოაწერს შეთანხმებებს ახალი საბიუჯეტო დახმარებების გამოყოფაზე. კერძოდ, საუბარია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომლის მოცულობაა 47 მლნ ევროს ფარგლებში, ასევე პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამაზე (დაახლოებით 50 მლნ ევრო). პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე - ევროპის საგარეო ინვესტიციების გეგმაზე, რომლის გამოყენებასაც საქართველო ასევე შეძლებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი თავის თანამონაწილეობას 4 მლრდ ევროდან 41 მილიარდიან ფონდამდე ზრდის. „ამ ინსტრუმენტის ქვეშ, პირველ რიგში, მოხდება რისკების გაზიარება იმ ინვესტიციებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. გარდა ამისა, გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ტექნიკური დახმარება, რათა შევიმუშავოთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები იმ საუკეთესო შესაძლებლობებისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, განხორციელდეს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, რომ თანხები ევროპის საინვესტიციო ფონდიდან მოვიზიდოთ, რომლის ჯამური ოდენობაც 41 მლრდ ევროა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)