22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 12:43:36, 402 ნახვა

საზოგადოება
New Hospitals-მაყაზახეთში გამართულ სამედიცინო ტურიზმის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნიუ ჰოსპიტალსი პირველი ქართული კლინიკაა, რომელმაც ყაზახეთში გამართულ ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენა KIHE 2015-ში მიიღო მონაწილეობა. ეს ღონისძიება ტრადიციულია და შუა აზიაში ჯანდაცვის ყველაზე დიდ ფორუმად ითვლება. მისი დიდი ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმს ეძღვნება.

ნიუ ჰოსპიტალსმა შუა აზიის  ქვეყნების მთავრობებისა და კერძო კომპანიების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ნიუ  ჰოსპიტალსის სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვართ, რომ ამ გამოფენაზე მიგვიწვიეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ნიუ ჰოსპიტალსში შუა აზიიდან პაციენტების ნაკადი. ჩვენი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური ექიმები ძალიან პოპულარულები არიან ამ რეგიონში და ამიტომ ინტერესიც შესაბამისად დიდია. სამედიცინო ტურიზმის მხრივ ნიუ ჰოსპიტალსი ერთ-ერთი მოწინავეა და გამოფენაზე ასეთი დიდი ინტერესიც სწორედ ამის გამოა,“ - აცხადებენ ნიუ ჰოსპიტალსში.

ნიუ ჰოსპიტალსი PSP ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და 700-მდე თანამშრომლითდა 150 საწოლიანი სტაციონარით ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებად ითვლება, რომლის პაციენტებიც არამარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის,  რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics