|
2018-02-05 17:12:01, 1621 ნახვა
კომენტარი
რატიანი: შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერების მექანიზმების დაკანონება
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მისი თქმით, შემოთავაზებული ინიციატივა აბრუნებს „ქართული ოცნების“ მიერ 2013 წელს შეცვლილ კანონს და ამავდროულად, პოლიციის დისკრეციის გაზრდას გულისხმობს. რატიანის შეფასებით, „5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელება, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას“: „დღეს ხელისუფლებამ დააანონსა სკოლებში უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შორის პირველი აქტივობა - მანდატურის სამსახურის რეფორმირება - კანონპროექტის შექმნაში შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები მონაწილეობდნენ. როგორც შსს აცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ფაქტობრივად აბრუნებს ქართული ოცნების მიერ 2013 წელს შეცვლილ კანონს და მეტიც, ამავდროულად, პოლიციის დისკრეციის გაზრდას გულისხმობს. 2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა და მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი. მიგვაჩნია, რომ არსებული, ნოვაციად შემოთავაზებული პრევენცია, ვგულისხმობ 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელებას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გამოსავალი არსებულ რთულ სიტუაციაში. ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას. ეს არის განათლების რეფორმის შეჩერების დადასტურება ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავდეს რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კიდეც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პრინციპების დანერგვასა და განუხრელ დაცვას, შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მექანიზმების დაკანონება. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, შეუძლებელია ძალადობრივი მექანიზმები, პოლიცია სკოლაში, განვიხილოთ, როგორც მოზარდებში გაძლიერებული აგრესიის შემაკავებელი ფორმა“,-აღნიშნა სერგო რატიანმა.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)