|
2018-02-05 15:44:00, 2008 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ურყევია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავ ურყევია. კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა, უვიზო მიმოსვლამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. საქართველო ეტაპობრივად ახორციელებს ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას, ევროკავშირი ჩვენთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ვგეგმავთ. ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში, მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ვიღებთ. 450 მილიონი ევრო 2017-2020 წლის რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ველით კიდევ უფრო ღრმა ჩართულობას, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, არაღიარების პოლიტიკა უცვლელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)