13:01 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 12:55:17, 1513 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ცვლილებები, რომელსაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, სკოლას მეტად უსაფრთხოს გახდის

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

პროექტის განხილვას სხვადასხვა უწყებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით ცვლილებები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, სკოლას მეტად უსაფრთხოს გახდის.

“ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება და ინიციატივაა. მივესალმები  ამ ერთობლივ პროექტს, რომელიც მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს მონაწილეობით და მისი შინაარსი არის უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო გარემოს, ბავშვებისთვის არაძალადობრივი გარემოს შექმნა და მაქსიმალური პრევენცია, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტიპის ძალიან სახიფათო ფაქტები, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით.  ამიტომ, ამ პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს პრევენციული წინაპროფილაქტიკური ღონისძიებები, მანდატურის სამსახური დაიხვეწოს, გაფართოვდეს, მისი უფლებამოსილება დაკონკრეტდეს და ზუსტად ასახავდეს ის იმ საფრთხეების პრევენციას და საფრთხეების თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა შეიქმნას სკოლაში.

ბავშვებთან მოპყრობის წესი, მათი პრობლემების შეჯახების შემთხვევაში სკოლა როგორ რეაგირებს, მანდატური რას აკეთებს, რა ეტაპზე ხდება ჩარევა - რომ ეს ყველაფერი კანონში იყოს კარგად გააზრებული, რაც ითარგმნება იმგვარად, რომ მივიღოთ მაქსიმალური დაცვის ღონისძიებები ბავშვებისთვის, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხო გარემოში და ის ბავშვები, რომელიც შესაძლოა იყვნენ გარკვეულწილად დარღვევის ინიციატორები, ან შესაძლოა რაიმე საეჭვო ან კანონსაწინააღმდეგო  საქმეებს ატარებდნენ, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოქმედებდეს მანდატური. აი ეს ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი ამ  პროექტში, ამიტომ, ნამდვილად მივესალმები ამ ინიციატივას და მე ვფიქრობ, რომ უკვე მალე დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში ამ კანონის განხილვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics