09:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 15:53:12, 2202 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენეტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. 

„სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრიობასთან, აგებს ომს კრიმინალთან.  ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს  მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ“- განაცხადა უგულავამ.

დღეს, "ევროპულმა საქართველომ" რიგით  მეხუთე, რიგგარეშე ყრილობა გამართა. 

ყრილობაზე დელეგატებმა  პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი  შემადგენლობა  დაამტკიცეს, სადაც, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ  გიგა ბოკერია აირჩიეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics