|
2018-02-03 16:18:44, 1634 ნახვა
კომენტარი
ბესელია: შესყიდვებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება
„არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებულ შემოწმების ანგარიში განიხილეს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრობლემები, რომლებზეც აუდიტის სამსახური 2013 წლამდე პერიოდში წერდა, აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დინამიკა დადებითია. „ჩვენ დღეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მოვისმინეთ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების საიდუმლო შესყიდვების აუდიტის სამსახურის ანალიზი და ეს მონაცემები შედარებითი კვლევის ანალიზს ეყრდნობა, რაც ახალ მიდგომას წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ანალიზს - უდაოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათი 2013 წელთან შედარებით. ის პრობლემები, დარღვევები და ხარვეზები, რომლებზეც აუდიტის სამსახური წერდა 2013 წლამდე პერიოდში, დღეს აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკაა. არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში საინტერესო დისკუსია გავმართეთ, იმისთვის რომ დაგვენახა ამ დადებითი ტენდენციის უფრო ღრმა შინაარსი", - აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა. ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)