|
2018-02-02 20:07:56, 2568 ნახვა
ეკონომიკა
კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერს ჩაშლილად აცხადებს
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა. როგორც კომისიაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური შეცდომაა. „მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო. გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელიც ხასზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა. „ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნულ ტენდერს ჩაშლილად აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანოა და მაქსიმალურად ღიად აწარმოებს თავის საქმიანობას, კომისია საჭირიდ მიიჩნევს, თუნდაც ტექნიკური შეცდომის გამო, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვა ჩაშალოს, რადგან არავის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)