|
2018-02-02 17:16:53, 1871 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია სწორი სივრცითი განვითარება
საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სასტუმრო „რუმსში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გვენცაძემ წარმოადგინა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა სივრცითი მიმართულებით სწორად განვითარდეს. „დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც შენობა-ნაგებობები შენდება ქაოტურად და არ არის დაცული ელემენტარული არქიტექტურული ნორმები. ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გვქონდეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა საბოლოო მიზანია ერთის მხრივ, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობაში ნებართვის გამცემი და შემდგომში უკვე ნებართვის მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობები, მათ შორის ცოდნის მიმართულებით, მეორე მხრივ, ასეთი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო მივიღოთ და ასევე მივცეთ მათ ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)