|
2018-02-02 16:52:40, 1955 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჯანელიძემ „საზოგადოებას უნდა განუმარტოს თუ რატომ დგავს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდმავნებლურ ნაბიჯებს’’. მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთასშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა. გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოზიცია?! ევროპული საქართველო ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს რატომ დგავს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)