12:55 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 14:49:36, 1745 ნახვა

კომენტარი
შალვა ოგბაიძე: შსს-ს ახალი ავტომობილები უზარმაზარ საბიუჯეტო თანხას დაზოგავენ

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ იაპონიის მთავრობის მიერ შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექსპლუატაციის და ხარჯვის თვალსაზრისით, საპატრულო პოლიცია ხდება გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი, რაც დედაქალაქის საჰაერო აუზის დაცვის  საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მე ვიტყოდი,  საპატრულო  პოლიციის  სატრანსპორტო  საშუალებების გადაიარაღება. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღვოდა  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,  რომ ასამდე  ავტომობილი, ელექტრომობილები   და ჰიბრიდული მანქანები, რომლებიც იაპონიის გრანტით არის საჩუქრად გადმოცემული, არ გაბნეულიყო სხვადასხვა სტრუქტურაში,  არამედ გადასცემოდა ჩვენს საპატრულო პოლიციას. ეს არის მისასალმებელი. გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილები დაზოგავენ უზარმაზარ საბიუჯეტო თანხას, ექსპლუატაციის და ხარჯვის თვალსაზრისით, ეს სტრუქტურა ხდება უკვე გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი დედაქალაქის საჰაერო აუზის დაცვის  საქმეში“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics