|
2018-02-01 20:30:12, 2175 ნახვა
კომენტარი
ირმა ჭკადუა - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოზარდი პოლიციას თავად ჩაბარდა
"წითელ ბაღში" არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში დღეს თავად გამოცხადდა. ჭკადუას ინფორმაციით, არასრულწლოვნისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ. "ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად კანონიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო. ბრალი ჯერ წაყენებული არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)