12:55 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 14:19:07, 1706 ნახვა

კომენტარი
#35-ე სკოლის პედაგოგი: მოსწავლეების დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ეთერ მაისურაძის განცხადებით, მოზარდებს კონფლიქტი ორ უცნობ ბიჭთან მოუვიდათ.

როგორც მაისურაძემ "რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა, დაჭრის ფაქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

„ბავშვები ჰყვებიან, რომ ორ უცნობ ბიჭთან მოუვიდათ კამათი. ისინი აგვიხირდნენო, ასე ამბობენ ბავშვები და სწორედ ამას მოჰყვა შეკამათება და დაჭრის ფაქტიც. ისე დაგვჭრესო ამ ბიჭებმა, რომ ვერვ მივხვდითო. როდესაც სისხლი დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიო. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო", - განაცხადა სკოლის პედაგოგმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics