08:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 12:41:12, 1900 ნახვა

სამართალი
ქორიძე - არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, ცვლილებების თანახმად ჰუმანური მიდგომა იმ პირების მიმართაც იქნება გამოყენებული, რომლებმაც დანაშაული პირველად ჩაიდინეს.

მისივე განმარტებით, ცვლილებები ასევე იმ მსჯავრდებულებსაც შეეხებათ, რომლებმაც ნარკოდანაშაული ჩაიდინეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა. შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც არიან გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით - ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები მას არ ჩაუდენია ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ის, რომ ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით არის ასეთი ჰუმანური მიდგომა შეწყალების მექანიზმში, ეს რა თქმა უნდა არის გამოწვეული იმ საზოგადოებრივი პროცესებით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა არაძალადობრივი სახის დანაშაულებს პრეზიდენტმა აქაც გამოხატა ჰუმანური ნება", - განაცხადა ქორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics