12:15 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 08:39:02, 1895 ნახვა

კომენტარი
ბაგა-ბაღი „იმედის“ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საეჭვო პროდუქტებს ლაბორატორიული შემოწმება უტარდება

ბაგა-ბაღი "იმედის" აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საეჭვო პროდუქტებს ლაბორატორიული შემოწმება უტარდება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ, იყო თუ არა საკვები სამი აღსაზრდელის მოწამვლის მიზეზი. გვანცელაძე არ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვნები ენტერო ვირუსით დაავადდნენ.

„სამი ბავშვი, რომმელიც კლინიკაში იყო განთავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი გაწერა უახლოეს საათებში მოხდება. რაც შეეხება მიზეზებს- ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სურსათის უვნებლობის სააგენტო, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიტანეთ სინჯები. წინასწარი მონაცემებით, როგორც ექიმები გვეუბნებიან, შესაძლოა ეს იყოს ენტერო ვირუსი", - განაცხადა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ 5 აღსაზრდელი გუშინ შეუძლოდ გახდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics