|
2018-01-31 16:45:09, 1790 ნახვა
კომენტარი
გახარია: კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ ადამიანის უფლებები შესაბამის დონეზე არ იქნება დაცული
„კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. „ჩვენთვის ამ დეპარტამენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში, შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და ეს ლოგიკურად უნდა დავაკავშიროთ დღევანდელ ღონისძიებასთან. ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით და დავეთანხმეთ ერთიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. ეს არის ის საფუძველი, რის ირგვლივაც შემდგომ რეფორმები უნდა გავატაროთ. კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. რაც შეეხება ხელმძღვანელს, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირას უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დეპარტამენტის თანამშრომლებს, ღია კონკურსია გამოცხადებული და ეს პროცესიც მიმდინარეობს“, - განაცხადა შს მინისტრმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)