|
2018-01-31 10:43:34, 1843 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბოლო მონაცემებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა დაშავებული სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას განაგრძობენ. „ყველა მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენთაგანი გამოძიების შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობას, თბილისის მერის განცხადებით, დღეს, 06:00 საათიდან მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა და დედაქალაქის მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)