|
2018-01-30 21:16:19, 2132 ნახვა
კომენტარი
„ყვარელრემმშენი“-ს დირექტორი: მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია
„მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია“ - ამის შესახებ შპს “ყვარელრემმშენის“ დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯოხარაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეტრო ”ვარკეთილში” სამუშაოები დაასრულა, ჩატარდა ექსპერტიზა. რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, ჯოხარიძის თქმით, პასუხისმგებელ სუბიექტს გამოძიება დაადგენს. „სამართალდამცველები დაინტრესედნენ, თუ როგორ შესრულდა სამუშაოები და ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა შესრულებულ სამუშაოებს. ექსპერტიზა ჩატარდა სრულყოფილად. არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და შემდეგ ჩამოიშალა ჩვენი გაკეთებული ჭერი. ის, რომ შეკიდული ჭერი იყო, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და მერიას შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია”, - განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ. „ყვარელრემმშენი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)