|
2018-01-30 18:05:03, 1720 ნახვა
კომენტარი
ჯავახაძე: 14-დან 18 წლამდე პირებში დანაშაული შემცირებულია, 14 წლამდე არასრულწლოვნებში კი, მცირედით მოიმატა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 14-დან 18 წლამდე პირებში, რომელთან მიმართებაშიც არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსი ვრცელდება, დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია. „ძირითადად მივმართავთ განრიდებას და სისხლის სამართლებრივი დევნა არის საკმაოდ მცირე შემთხვევებში“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მისივე თქმით, 14 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში კი მდგომარეობა მცირედით გაუარესებულია. „ვინაიდან მათ მიმართ დევნა არ ხორციელდება. თუმცაღა ასამუშავებელია სხვა ალტერნატიული მექანიზმები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის რეფერირების მექანიზმი, ეს არის იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვამუშავებთ. გახსოვთ ვთქვით, რომ გვექნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მანდატურის ინსტიტუტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ასევე რეფერირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რეფერირება-ეს არის უფრო კომპლექსური მიდგომა, ვიცით, რომ 14- წლამდე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, შესაბამისად ასეთ პირებთან ერთობლივად უნდა იმუშაოს განათლების, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და ა.შ. რათა ამ პირების რესოციალიზაცია განხორციელდეს.ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალიზებული დაწესებულებები და შემუშავებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და წარედგინება საზოგადოებას უახლოეს დღეებში“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)