12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:46:19, 2099 ნახვა

კომენტარი
მამუკა კობახიძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩატარებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნა არსებობს

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორია მამუკა კობახიძის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნა არსებობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად არსებული დასკვნისა, საჭიროა დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა. მანვე დასძინა, რომ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ამბავი დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. 7 ადამიანი იმყოფებოდა ამ დროს ბაქანზე. კიდევ 2 ადამიანზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქვთ დაზიანებები მიღებული. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა  2 ადამიანის დაზიანება არის შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. დღეს მეტროსადგური "ვარკეთილი" უკვე დაკეტილია. მატარებლის მოძრაობა მოხდება სამგორი-ახმეტილის მიმართულებით. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  დამოუკიდებელი ექსპერტიზა განახორციელებს, როგორც "ახმეტელის" ასევე "ვარკეთილის" მეტროსადგურების შემოწმებას, სადაც ერთიდაიგივე კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები.  შესრულებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვენბი არსებობს, თუმცა ექსპერტების ჩართვა აუცილებელია, რომ დადგინდეს რა იყო ჭერის ჩამონგრევის მიზეზი", - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics