12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:09:34, 1890 ნახვა

კომენტარი
მამუკა ყირიმელი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი სრულად ჩამოიშალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის  მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერი სრულად ჩამოიშალა.

მისივე თქმით, ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"ჭერის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ფაქტს - შეტყობინებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მომხდარი ფაქტის შედეგად დაშავებული იყო რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ყირიმელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics