|
2018-01-30 11:33:17, 1597 ნახვა
კომენტარი
„ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა“ - ლორა თორნტონი ბოდიშს იხდის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს იხდის. "ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელშ პირად გვერდზე გავაკეტე, შესაძლოა ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უსამართლო შეფასება. ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. ღრმად მწამს იმ მჭიდრო ურთიერთობების, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. NDI საქართველოში თავისი საქმიანობის ერთგული რჩება", - წერს თორნტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, ლორა თორნტონი "იმედთან" ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, რომელიც კვლევაში სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარებას ეხებოდა,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე. ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ მანამდე თორნოტი ამბობდა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს: "მე ვარ ამერიკის მოქალაქე და ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ".
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)