06:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 14:22:42, 1621 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ სცნო

სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ  ქ. ქუთაისში შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს“ მიმართა და  ექიმ ი.მ-სთან  აღრიცხვაზე დადგა. 2013 წლის 7 იანვარს მას  ექიმ ი.მ-ს  მიერ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ხოლო 2013 წლის 10 იანვარს სახლში გაეწერა. რამდენიმე დღეში ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მან ი.მ-ს მიმართა, რომელმაც არ მოახდინა პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და იგი 2013 წლის 25 იანვარს  გარდაიცვალა. 

ი.მ.-ს 2014 წლის 4 ივლისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.მ.  დამნაშავედ სცნო  წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ი.მ. სასამართლო დარბაზში დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics