|
2018-01-29 12:30:04, 1810 ნახვა
კომენტარი
კალაძე ბაგა-ბაღებზე: ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დახურულ ბაგა-ბაღებში რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღების საკითხით ის თანამდებობის დაკავებისთანავე დაინტერესდა. "როგორც კი, მოგვეცა უფლებამოსილება, დავიწყეთ ბაგა-ბაღების შესწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტების ამაღლება და არსებული სიტუაციის გაუმჯობესება. შესაბამისად, დავუკვეთეთ კვლევა ყველა ბაღს კვლევის ჩატარება. როდესაც მივიღეთ სრული დასკვნა მაშინვე ჩვენი მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომ აღდგენილი იყოს და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს", - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ავარიულობის გამო დახურული 4 საბავშვო ბაღიდან ჯგუფები მიმდებარე 11 ბაღში გადანაწილდნენ. პროცესს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)