08:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-28 11:36:47, 2266 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კიევში საპროტესტო მარშისთვის ემზადება

შინაპატიმრობის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო მარშისთვის ემზადება. როგორც მან „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,საპროტესტო მსვლელობა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, 4 თებერვალს გაიმართება. სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან  კონსულტაციებს  აწარმოებს.

კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კარვების, დაპირისპირების და რევოლუციის გარეშე, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში და საქართველოში გეგმავს.

შეგახსენებთ, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics