|
2018-01-26 18:52:59, 2619 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ჩემი პოლიტიკური ქმედებები აკონტროლონ
„ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ჩემი პოლიტიკური ქმედებები აკონტროლონ“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. „მათ არ უნდათ მე რომ გადავადგილდებოდე, მაგრამ ეს არ იმუშავებს. მინდა ყველას ვუთხრა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ მოუწევთ ხელისუფლება დათმონ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს აქ მოვიდა. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა მომავალი საპროტესტო მარშიც დანონსა. „უახლოეს დღეებში ჩვენს მარშს გამოვაცხადებთ, რათა იმ ადამიანის იმპიჩმენტს მივაღწიოთ, ვინც უღალატა მაიდნის იდეალებს“- განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)