11:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 13:17:20, 1733 ნახვა

კომენტარი
თუბა ჩაბუქი: აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა მეუღლის ექსტრადირების შემთხვევაში, იძულებული ვიქნები, თურქეთში წავიდე

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის  მეუღლის თუბა  ჩაბუქის განცხადებით, ამჟამად  საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ლტოლვილის სტატუსის მიღებაც სწორედ ამიტომ მოითხოვეს.

თუმცა, მისივე განმარტებით, თუკი მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, იძულებული იქნება, შვილებთან ერთად თავადაც იქ წავიდეს:

 "თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, იძულებული ვიქნები, შვილებთან ერთად თურქეთში წავიდე.აქ ამჟამად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მირჩევნია აქ ვიყო, ამიტომაც მივმართეთ ლტოლვილის სტატუსზე.თურქეთში წასვლა ჩვენთვის საშინელი რამ იქნება",-განაცხადა ჩაბუქის მეუღლემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე,პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა გეწაძის ხელმღვანელობით  უარი განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics