|
2018-01-26 11:37:19, 1698 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი: მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია
„მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ერთმანეთის თანადგომა აუცილებელია. „ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას სერბეთს და საქართველოსა შორის. მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა ეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, დახმარება და ერთმანეთის თანადგომა აუცილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)