11:30 - 21 Aug, 2026
|
2018-01-25 18:46:43, 2219 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი: ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და გასაღებასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს
უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. წილოსანის თქმით, მხარს უჭერს პრევენციის ძლიერ სისტემას, ნარკოდამოკიდებულთათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამებს, თუმცა ფიქრობს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და გასაღებასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. „მე როგორც დედას, მინდა ვიცოდე, რომ ჩემი შვილები დაცული იქნებიან ნარკოტიკების ზიანისგან. მხარს ვუჭერ პრევენციის ძლიერ სისტემას; ნარკოდამოკიდებულთათვის მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამებს; ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და გასაღებასთან კი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს ახლებური გააზრება და პრაგმატული გადაწყვეტა სჭირდება",- წერს ნინო წილოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)