11:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 18:02:53, 1928 ნახვა

კომენტარი
მაია გოიკოვიჩი: სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაია გოიკოვიჩის განცხადებით, სერბეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

როგორც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, გოიკოვიჩმა საქართველოს სერბეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ისტორიული ვიზიტი მას შემდეგ რაც ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სფეროებში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მადლიერი ვართ იმ პოზიციისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვისაუბრეთ ასევე თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics