14:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 12:24:45, 2761 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ქალაქ მარმარისში პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში 3 უცხოელი ქალი დააკავეს, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა, - ამის შესახებ CNNTurk იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოპერაცია სარიანას რაიონში განხორციელდა.

მედიის ცნობით, დაკავებული არიან: საქართველოს მოქალაქე - 26 წლის ე.ნ. , რუსეთის მოქალაქე - 20 წლის ნ.ნ. და უზბეკეთის მოქალაქე - 35 წლის გ.ნ. უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7- ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სააგენტო წერს, რომ სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს და მათ თურქეთიდან დეპორტაცია ელოდებათ. გარდა ამისა, მათთან ერთად 2 თურქეთის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics