08:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 10:16:46, 1990 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით, საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება.

ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის პლატფორმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები",- განახადა სოფიო ქაცარავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics