14:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 13:53:59, 2668 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პოლიციამ ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ 45 წევრი დააკავა

იტალიის პოლიციამ ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ 45 წევრი დააკავა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, 2011 წლიდან  „მოჩას“ კლანი, ლაციოსა და რამდენიმე  მიმდებარე ქალაქს აკონტროლებდა. დაკავებულებს ბრალი ედებათ, იარაღის უკანონოდ ტარებასა და შენახვაში, ასევე ფულის გამოძალვასა და გათეთრებაში.

დაკავებულია კლანის მეთაური ლუიჯი მოჩა და დაჯგუფების წევრი რამდენიმე ქალი. ასევე გამოძიების მსვლელობისას შესაძლებელი გახდა მაფიის ხელმძღვანელებზე გასვლა, რომლებიც ციხეში სხედან, თუმცა კლანის მართვას იქიდან ახერხებდნენ.

სამართალდამცელების თქმით, მათ შეძლეს იმ პირების დაკავებაც, რომლებიც ცნობილი მაფიოზის  ე.წ „კამორას ქვრივის“ ანა მაცცას დაჯგუფების წევრები იყვნენ.

„კამორა“ იტალიურ მაფიოზურ კლანებს შორის ყველაზე სასტიკად მიიჩნევა. კლანი განსაკუთრებით ცნობილი გახდა პუბლიცისტ რობერტო სავიანოს წიგნის „გომორას“ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია, კლანის ჩამოყალიბებაზე, მის განვითარებაზე და ასევე ტოქსიკური ნარჩენების უტილიზაციაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics