14:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 15:19:52, 2169 ნახვა

მსოფლიო
„ეს არის ცირკი“ - კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა

კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა.

შესვენების გამოცხადების მიზეზი დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები და ხმაური გახდა.

სააკაშვილი მიმდინარე პროცესს ცირკს უწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის ხელისუფლება დამარცხდება 

„ეს სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ხალხი ხედავს სად არის სიმართლე, ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერში, ჩვენთვის ეს არის ტრიბუნა და საბოლოო ჯამში ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვეულებრივი ხალხი, ათობით მილიონი უკრაინელი არის ჩვენს მხარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან, არაფერს ნიშნავს. პოლიციაში, სამართალდამცავ ორგანოებში, ხალხი ვერ იტანს მთავრობას", - განაცხადა სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics