|
2015-01-16 18:38:34, 4010 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა
შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ნავთობის ფასების ვარდნამ რეგიონში შემავალ ბევრ ქვეყანაში პრობლემები გამოიწვია, რაც საქართველოზეც აისახება. "თქვენ იცით, თუ როგორი მდგომარეობაა ძალიან ბევრ ჩვენს მსხვილ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორ ქვეყანაში. ნავთობის ფასების ვარდნამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია და ეს პრობლემები არა მხოლოდ რუსეთის პრობლემებია. ვგულისხმობ რეგიონში ბევრ ქვეყანას. ამიტომ, საქართველოზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რაც მათზეა დამოკიდებული, ყველაფერს აკეთებენ. "შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა. მთავრობას რაც ბერკეტები გააჩნია, დამერწმუნეთ, დღეს ყველა ამოქმედებულია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ლარის კურსი ვარდნას კვლავ განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 17 იანვარს ერთი დოლარის შეძენა 1.94 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 1.93 - 1.95 ლარი ღირს. სავალუტო ჯიხურების მეპატრონეთა ინფორმაციით, არსებული კურსი დილიდან მოქმედებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)