03:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 14:33:32, 3264 ნახვა

სამართალი
სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული  მტკიცებულებებია ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც  საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად  ადასტურებენ, რომ  ბრალდებულებმა   დანაშაული ჩაიდინეს.

ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები - ექსპერტები დაიკითხებიან.

გარდა ამისა, დღესვე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელად ძალაში დატოვა.

საქმეზე მომდევნო პროცესი 25 იანვარს, 16:30 საათზე ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics