|
2018-01-22 12:38:43, 2067 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მზად ვართ, გავააქტიუროთ საბჭო, რომ ქვეყანაში ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს
„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო, რომ ქვეყანაში ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. „მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები მალე ავსახოთ კანონმდებლობაში, მაგრამ წავიდეთ, თუკი ამაზე თანხმობა იქნება კიდევ უფრო შორსაც იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ არ გახდნენ ისინი მომხმარებლები მომავალში, ვებრძოლოთ იმათ ვისაც, სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია,“ - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)