|
2018-01-20 15:18:58, 2123 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: იმედი მაქვს, გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება
იმედი მაქვს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებს ჩხრეკის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭანტურიას დაკავება არ მოხდება. "დღეს კვლავ ჩატარდა ჩხრეკა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში. რა ამოიღეს სახლიდან, ასეთ საკითხებზე დეტალურად ვერ გესაუბრებით ამ ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მისამართით არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება. მის დაკავებას არ ველოდებით", - განაცხადა კობაიძემ. ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს ჩხრეკა უკვე დასრულდა. ასევე კიდევ ერთი განმეორებითი ჩხრეკა რუსთავში მდებარე სახლში მიმდინარეობს, თუმცა გამომძიებლები სახლს ნელ-ნელა ტოვებენ. გამომძიებლის ინფორმაციით, ამოღებულია გარკვეული ნივთები, თუმცა რა ნივთებზეა საუბარი, უწყების წარმომადგენლები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)